პუტინის მიზანია დნესტრისპირეთამდე სახმელეთო კორიდორის გაკეთება

პუტინის მიზანია დნესტრისპირეთამდე სახმელეთო კორიდორის გაკეთება

ვლადიმერ პუტინის მიზანია დნესტრისპირეთამდე სახმელეთო კორიდორის გაკეთება და ის ამისთვის ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის უკრაინაში სამხედრო გადატრიალებასაც შეეცდება, - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უკრაინულ "მეხუთე არხთან" ინტერვიუში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გეგმებში ამჯერად ქალაქ დებალცევოში ახალი პლაცდარმების შექმნა, შემდეგ კი ვოლნოვახადან ყირიმის მიმართულებით კორიდორის გაკეთება წარმოადგენს.

"ამას მიჰყვება ოდესა, ბესარაბია და ბოლოს დნესტრისპირეთი" , - განაცხადა სააკაშვილმა. მსგავსი მოსაზრება ადრე უკრაინის პრემიერმა, არსენ იაცენიუკმაც გამოთქვა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის გეგმის პირველი ნაწილი სწორედ ყირიმის ანექსია იყო, შემდეგი ნაწილი დონბასში გაყინული კონფლიქტებია, ბოლო ეტაპს კი ოდესის გავლით დნესტრისპირეთისკენ კორიდორის გაყვანა წარმოადგენს.