გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი ეუთო-ს ხელმძღვანელის ინიციატივას - აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიესალმება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
პან გი მუნის თქმით, ქალაქ დებალცევოში მყოფ მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა კონფლიქტის ზონა მშვიდობიანად დატოვონ. გაერო-ს გენერალურ მდივანს უერთდება ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიც და მხარეებს ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ქალაქი დებალცევო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრორუსი მებრძოლებისა და უკრაინის არმიის დაპირისპირების ეპიცენტრია. ქალაქი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მიმდინარე ბრძოლის გამო დებალცევოდან გასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.