სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები მსხვერპლნი გახდნენ ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებზე კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამის გამო ძალიან წუხს. "მოგეხსენებათ, პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, დააკავეს. გამოძიება გრძელდება და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასვეე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება სპეცრაზმელებს, რა თქმა უნდა, გვქონდა ინფორმაცია, რას აპირებდა პროკურატურა. რომ გითხრათ, არ გვქონდა და ისინი ისე გავათავისუფლეთ სამსახურიდანთქო, ტყუილი იქნება. პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი დაკავება, ამიტომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან სპეცდანიშნულების ბიჭები მსხვერპლნი გახდნენ მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების. ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება.