ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებიდან პატიმრების ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე პატიმარი გლდანის ციხიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაციენტების მოვლას ხშირად ემსახურებიან სამოქალაქო დაწესებულებები და ესეც ალბათ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ეს ძალიან ხშირად ხდება. მე არ ვიცი, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს ამ შემთხვევაში",- განაცხადა დავით სერგეენკომ.