"არ არის სხვა პარტნიორი ქვეყანა, სადაც ჩვენ ვქმნით საწვრთნელ ცენტრს"

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი იმ თემებზე საუბრობს, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე 5 თებერვალს განიხილება.

აპატურაის თქმით, ალიანსის მიერ შეფასდება ის რეფორმები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

"არ არის სხვა პარტნიორი ქვეყანა, სადაც ნატო-ს აქვს ასეთი მასშტაბური სამეკავშირეო ოფისი; სადაც ჩვენ ვქმნით საწვრთნელ ცენტრს; რეგურალურად ჩავატარებთ წვრთნებს, არაფერი მსგავსი არ არის ნატო-ს სხვა პარტნიორ ან ასპირანტ ქვეყანაში. პროგრესი ნამდვილად დიდია და რაც მთავარია, არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაცია დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. ასევე შეფასებული იქნება რეფორმები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და კიდევ ერთელ დავგმობთ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების პროექტს",-განაცხადა აპატურაიმ.