ახალი სალარო აპარატების ქსელში ჩართვა ისევ ვერ ესწრება

ახალი სალარო აპარატების ქსელში ჩართვა ისევ ვერ ესწრება

ახალი სალარო აპარატების ქსელში ჩართვამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება, მაგრამ პრობლემი ისეთივეა, როგორც ამ ერთი თვის წინათ იყო. მეწარმეები ვერ ასწრებენ ახალი აპარატების შეძენას (განსაკუთრებით რეგიონებში), ხოლო შემოსავლების სამსახური კი მის დარიგებას და ქსელთან მიერთებას.

ახალ სალარო აპარატებთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. ახალი აპარატების ასაღებად მეწარმეებს რეგიონებში რიგში დგომა უწევთ.

იმის გამო, რომ მეწარმეთა ნაწილი ახალი, GPRS-ის სისტემით აღჭურვილი აპარატების პირველ იანვრამდე შეძენას ვერ ასწრებდა, ვადამ პირველ თებერვლამდე გადაიწია. ახლა კი, როცა მორიგი ვადის ამოწურვამდე ერთი კვირაა დარჩენილი ირკვევა, რომ აპარატების დეფიციტია. თუკი მეწარმეებმა ახალი აპარატების ქსელში ჩართვა დარჩენილ ერთ კვირაში ვერ მოასწრეს, დაჯარიმდებიან.

შემოსავლების სამსახური ახალი სალარო აპარატების დარიგებაში პრობლემებს უარყოფს. როგორც ვიუწყებოდით, გავრცელებული ინფორმაციით, სალარო აპარატების დეფიციტია. მათი ინფორმაციით, ახალი თაობის აპარატების დარიგების პროცესი ბოლო ეტაპზეა მისული და ინფორმაცია GPRS სისტემით აღჭურვილი აპარატების დეფიციტზე სიმართლეს არ შეესაბამება. შემოსავლების სამსახურში ამტკიცებენ, რომ 1-ლი თებერვალი სალარო აპარატების აღების ბოლო ვადაა და დამატებითი ვადების დაწესება აღარ მოხდება. თუმცა, ამ ერთი თვის წინათ ასეთივე დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ 2012 წლის 1-ლი აინვარი ახალი აპარატების შემოღების ბოლო ვადა იყო, მაგრამ მსხვილმა კომპანიებმა თავისი გაიტანეს და ვადა ერთი თვით გაახანგრძლივეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადავადების მიზეზი იყო ის, რომ მსხვილმა მეწარმეებმა, რომლებსაც ობიექტების ფართო ქსელი აქვთ, სალარო აპარატების გადაიარაღება ვერ მოასწრეს. არსებობდა მეორე მიზეზიც. კერძოდ, ის, რომ მთვარობამ გარკვეული სახის მცირე ბიზნესი სალარო აპარატების ვალდებულებებისაგან გაათავისუფლა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერად. ამიტომაც, ამ კატეგორიის ბისნეს-ობიექტები (სილამაზის სალონები, თონეები, მეყვავილეები) გაურკვევლ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მათ ვერ დაადგინეს უნდა შეეძინათ თუ არა აპარატი. ფინანსთა სამინისტრო დროს შეგნებულად აჭიანურებდა და დღესაც აჭიანურებს, რათა „გათავისუფლებულმა“ მეწარმეებს ახალი აპარატების ყიდვა აიძულოს და მერე ერთ თვეში გამოსცეს სპეციალური დადგენილება აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.

რაც შეეხება აწ უკვე მრავლაგზის გაპიარებულ ფაქტს, რომ თითქოსდა წვრილ მეწარმეებს ახალ სალარო აპარატებს უფასოდ გადასცემდნენ. ირკვევა, რომ „ჯიპიარესიანი“ აპარატი პატარა ჯიხურის მფლობელებმაც კი ვერ მიიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით აპარატი უფასოდ მხოლოდ 5 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს გადაეცა. სამსახურში კი ამასაც თვითონ ბიზნესმენებს აბრალებენ - რადგანაც აპარატები უფასოდ მცირე მეწარმეებს გადაეცემათ, გადასახადის გადამხდელი თვითონ უნდა დარეგისტრირებულიყო მცირე მეწარმედ.