აშშ-ის ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის ვიზიტი

აშშ-ის ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის ვიზიტი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ქევინ მაკნილი იმყოფება. დღეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური  შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა დ აშშ-ის შორის თანამშრომლობის საკითხები  და სამომავლო პერსპექტივები  განიხილეს. შეხვედრას კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი ბეროშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი  დაესწრნენ.

ამერიკელმა გენერალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაზეც ისაუბრა, ქართველი ჯარისკაცების წვლილი და მათი პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე,  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, ყურადღება  თავდაცვის სფეროში  საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობასა და ჩვენი ქვეყნის  თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე  გაამახვილეს.