მოვლენების მსგავსი კუთხით განვითარება მოსალოდნელი იყო

მოვლენების მსგავსი კუთხით განვითარება მოსალოდნელი იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები პარლამენტშიც კეთდება. უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის განმარტებით, მოვლენების მსგავსი კუთხით განვითარება მოსალოდნელი იყო.

"არა მგონია რამე უცნაური და მოულოდნელი მომხდარიყოს. მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ასე მოიქცეოდნენ. ალბათ ყველას ახსოვს რამდენიმე თვის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები. მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტული პრეტენზიები. თუმცა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალეგიტიმური. ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები არ არიან. ისინი ყოფილი "რესპუბლიკელები" არიან და ვიცი როგორ იქცევიან ხოლმე, როცა კრიტიკულ მომენტებში ნერვები ღალატობთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.