საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხით ინტერესდება

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხით ინტერესდება

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხით ინტერესდება. როგორც პლენარულ სხდომაზე გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, ახალი მინისტრი წინამორბედის, ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას განაგრძოს და "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციით არის დაკავებული.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა დაინტრესებულია, აპირებს თუ არა ახალი მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგომას.

"ახალმა მინისტრმა წინამორბედის საქმე განაგრძო და მან პირველივე გამოსვლაზე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს არეულობის მოწყობას. ჩვენ, "ნაციონალურ მოძრაობაში", კარგად გვესმის თუ ვისი სათქმელის გახმოვანება ხდება ამ შემთხვევაში, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო, როცა მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს. ამან შეიძლება მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს. ჭიკაიძემ ვერ გაბედა და პარლამენტის წინაშე ვერ წარსდგა. გვაინტერესებს, აპირებს თუ არა პარლამენტში მოსვალს შსს-ახალი მინისტრი", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.