დონეცკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

დონეცკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა დღეს დონეცკში ერთ-ერთი საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

თვითმხილველების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი, ალექსეი კოსტრუბიცკი აცხადებს, დაღუპულთაგან სამი საავადმყოფოსთან ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად იყო მისული. მისივე თქმით, არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა შენობებიც.