მედეა ვასაძემ კოალიცია

მედეა ვასაძემ კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა.

ვასაძემ კოალიციის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აჭარიდან იტყობინება, ვასაძეს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ზოგადად აღნიშნია, რომ დიდი ხანია, დაცილდა "ქართული ოცნების" პოლიტიკას.

მისივე თქმით, ორ დღეში გამოაქვეყნებს კოალიციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ვასაძემ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი კოალიციაში დარჩენას სთხოვდა, თუმცა უარი განაცხადა.