ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთისა და აფხაზეთის ლიდერებმა 24 ნოემბერს სოჭში, რის შემდეგაც ე.წ შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმამ და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოახდინეს.

"შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს სოციალურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - აღნიშნულია კრემლის ვებგვერდზე.

სოხუმსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ე.წ შეთანხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირებასაც ითვალისწინებს.