სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის დაგეგმილ კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა "ცენზორ.ნეტს" განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

"კორუფცია კი არანაკლები მტერია უკრაინისათვის ახლა რუსულ ჯარებსა და ტანკებთან შედარებით" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ის უკრაინაში მუშაობისას საქართველოში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებს.