ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაბარებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე პროკურატურაში მივიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კრიმინალური პოლიციის ყოფილი წარმომადგენელი პროკურატურაში ადვოკატ ინგა სეხნიაშვილთან ერთად შევიდა.
ცააძემ განაცხადა, რომ დაკითხვაზე დაბარების შემდეგ მის სახლთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდა.
ცააძე ვარაუდობს, რომ მას მთვარა საგამოძიებო უწყებაში დააკავებენ.