პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

მთავარ პროკურატურაში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. პროკურატურაში განცხადება 14:00 საათზე გაკეთდება.

დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დაკავებული.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულების გადაყვანა პროკურატურიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიმდინარეობს.

ზურაბ ვაზაგაშვილი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.