ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დაკავებული, - ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულების გადაყვანა პროკურატურიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიმდინარეობს.
ადვოკატი აცხადებს, რომ ფირცხალავა გადაიყვანეს დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ამასთან, დავით ხაჟალიას თქმით, ბრალის ოფიციალურ წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.
ზურაბ ვაზაგაშვილი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.