აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის არმიამ გუშინ 180 "ბოევიკის" განადგურება შეძლო, - . ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იტყობინება.
"ჩვენი სამხედროები პოზიციებს მყარად იცავენ. ტერორისტები გამუდმებით დანაკარგს განიცდიან. გასულ ღამეს პრორუსი მებრძოლები ჩვენს პოზიციებს განუწყვეტლივ უტევდნენ", - აცხადებენ ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელები.
ლუგანსკის გუბერნატორის თქმით, გუშინ ლუგანსკის ოლქში დასახლებულ ადგილას, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერები კი, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ.
დონეცკის თვითგამოცხადებული თავდაცვის მინისტრის თქმით, 11 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა გასული დღე-ღამის განმავლობაში.