ვახტანგ გომელაურს გადატრიალებები და არეულობები ელანდება

ვახტანგ გომელაურს გადატრიალებები და არეულობები ელანდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოდეს და პოლიციელის ღირსებას იცავდეს, გადატრიალებები და არეულობები ელანდება, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" არ გეგმავს.

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურის ერთ-ერთი ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა. ეტყობა მინისტრებს სპეციალური კატეგორიით არჩევენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებობები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, გომელაურს "ნაციონალური მოძრაობის" არ უნდა ეშინოდეს.

"მათ ჩვენი არ უნდა ეშინოდეთ. მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის, რომელთაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბანკირების აყვანა ურჩია. ჭიკაიძეს ერთი წლის მანძილზე ვთხოვდით მოსულიყო და ამ საბურავების თემებზე პასუხი გაეცა, მაგრამ ისე მოხსნეს, რომ მან ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა. თუ გომელაურს რაიმე ინფორმაცია აქვს, მობრძანდეს პარლამენტში და გვითხრას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.