სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის გადასახდელად იუსტიციის სამინისტროს 22 ათასი ევრო გამოეყო

სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის გადასახდელად იუსტიციის სამინისტროს 22 ათასი ევრო გამოეყო

პრემიერ-მინისტრის ბრძანების თანახმად, აღნიშნული თანხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოხმარდება.

22 ათას 223 ევრო იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი 2014 წლის 30 სექტემბერს გამიტანა. გადაწყვეტილების თანახმად კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სასარგებლოდ ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ხელისუფლება ასევე ვალდებულია, 1 წლის ვადაში მოლაშვილის საქმის ხელახალი გამოძიება ჩაატაროს და მის წამებაში მონაწილე პირები დასაჯოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა.