"არავითარი პოლიტიზირება ამ პროცესის არ მოხდება, ეს არის კანონის მოთხოვნა"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხვებს ეხმაურება.

ბესელიას განცხადებით, ყველაფერზე მაღლა კანონი უნდა დადგეს და რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს ადამიანი, ის კანონის წინაშე უნდა წარსდგეს.

"ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო ან ახლაც იყოს, ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზირება ამ პროცესის არ მოხდება, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ამ უმძიმესი დანაშაულების გახსნა მოხდეს",-განაცხადა ბესელიამ

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირხალავა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი მთავარ პროკურატურაში ჰყავთ გადაყვანილი.