ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება

ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში იმყოფება, თუმცა რაიმე თანამდებობაზე მისი დანიშვა არ იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

"ზურა ადეიშვილის დანიშვნა არ იგეგმება და თვითონაც არ აპირებს. ის მონაწილეობს კონსულტაციებში, განსაკუთრებით აქტიურად - კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, დეპუტატი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზურაბ ადეიშვილმა კიევში, სასტუმრო "შერატონში" ერთ-ერთი ბიზნესმენი დაიბარა და დაემუქრა და აცხადებს, რომ სასტუმრო "შერატონი" კიევში საერთოდ არ არსებობს.

საქართველოს ხელისუფლებამ ადეიშვილთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მასზე ძებნაა გამოცხადებული.