აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება. ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას ახლა უკვე ნატო-ს მთავარსარდალი, ფილიპ ბრიდლავიც უჭერს მხარს.

აშშ-ის პრეზიდენტს კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, ობამას ადმინისტრაცია ხამხედრო დახმარების საკითხს კვლავ დაუბრუნდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ხუთშაბათს, 5 თებერვალს კიევში გეგმავს გამგზავრებას, მისი ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა, სწორედ უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდება გახდეს.