შს მინისტრის განცხადებით, ის ჩანაწერი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პატრულთან დაკავშირებით გაავრცელა, ოპოზიციის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო.
ამასთან, გომელაურის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში მონაწლეობდა, სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ
"ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე
მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაცმოძრაობის“ ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი",- განაცხადა გომელაურმა
ამასთან, ვახტანგ გომელაური ბორჯომში გადაღებულ ვიდეო-მასალასაც ეხმაურება.
"პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ და „ნაციონალებმა“ დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ იყო ნასვამი, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ, რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა“, თითქოს პატრული გაათავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერა. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელიწადნახევრის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთს უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისთვის არ გაუთავისუფლებიათ პატრულის სამსახურიდან",-განაცხადა გომალაურმა