ვუყურებ ირაკლი ფირცხალავას დაკავებას ნეგატიურად არ ვუყურებ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი სამართალდამცველის დაკავება ლოგიკურია, რადგანაც მისი მისამართით არსებობდა ბევრი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
"ბევრი ეჭვი არსებობს და აუცილებელია კითხვებს პასუხი გაეცეს. თუ ის მართალია, მას უფრო შეუწყობს ხელს, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. თავისთავად დაკავებებს მე არ ვუყურებ ნეგატიურ მოვლენად. ამ პირების გარეთ ყოფნა და მისი გამოსვლა მედიასაშუალებებში და პირიქით, ბრალმდებლის როლის მორგება, თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო პროვოკაციული სვლა", - განაცახდა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა შაბათს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გამართული აქცია და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა გამხდარიყო ფირცხალავას დაკავების დამაჩქარებელი, გამზარდია მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციას მის დაკავებასთან კავშირი არ აქვს, ირაკლი ფირცხალავას დაკავება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი უყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვის პირი.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.