"დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა"

შს მინისტრის ვახტან გომელაურის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც უწყებიდან ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას გაიტანს, მკაცრად დაისჯება.

"რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან პრინციპული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ისეთ ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ჩვენ არ გვინდა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს აგებული სამინისტრო, სისტემაზე უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა",-განაცხადა გომელაურმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში.

ამასთან, შს მინისტრი საკადრო ცვლილებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა მოუწია, თუმცა არა პოლიტიკური ნიშნით.

"ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობ, რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა, ვთვლიდი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვთვლიდი, რომ ვერ ამართლებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ვაპირებ უმნიშვნელო ცვლილებებს ხელმძღვანელი პირების",- განაცხადა გომელაურმა