ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღლჩინოსანი გიორგი ცააძე დაიკითხება

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღლჩინოსანი გიორგი ცააძე დაიკითხება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე დაიკითხება.

აღნიშნულ ინფორმაციას "სამართალდამცველტა ლიგაში" ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი ცააძე კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი უყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვის პირი.

ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.