"შარლი ებდო" რამდენიმე კვირით ახალი ნომრების გამოცემას წყვეტს

ფრანგული სატირული ჟურნალი "შარლი ებდო" რამდენიმე კვირით ახალი ნომრების გამოცემას წყვეტს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.

ჟურნალის რედაქტორები აცხადებენ, რომ ისინი დროებით შეისვენებენ, თუმცა, აუცილებლად დაუბრუნდებიან მუშაობას. თუ როდის გამოვა შემდეგი ნომერი, ჯერჯერობით უცნობია.

პარიზში, 7 იანვარს ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციას თავს ტერორისტები დაესხნენ. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მთავარი რედაქტორი და სამი წამყვანი კარიკატურისტი. თავდასხმა მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების გამოქვეყნებამ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ჟურნალმა ახალი ნომრის გამოცემა მაინც არ შეწყვიტა.