დომინიკ სტროს-კანის საქმეზე დღეს სასამართლო მოსმენა გაიმართება

დომინიკ სტროს-კანის საქმეზე დღეს სასამართლო მოსმენა გაიმართება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ სტროს-კანის საქმესთან დაკავშირებით დღეს სასამართლო მოსმენა გაიმართება. მას ბრალად ედება სუტენიორობა.

65 წლის სტროს-კანს სხვა მსგავს დანაშაულშიც სდებდნენ ბრალს, კერძოდ, ის 2011 წელს იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, ვინაიდან ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. თუმცა, მოგვიანებით მას ეს ბრალდება მოუხსნეს.