შვეიცარიის ალპებში ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიის ალპებში ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიის ალპებში ზვავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის შვიდი შაბათს, 31 იანვარს დაიღუპა. ისინი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წინასწარ გააფრთხილეს არ წასულიყვნენ თხილამურებით სასრიალოდ, თუმცა, მათ გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა უხვი ნალექის გამო, ზვავის ჩამოწოლის რისკები გაიზარდა, ამიტომაც ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.