ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის საქმეზე, სამი ყოფილი სპეცრაზმელიც დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის საქმეზე, სამი ყოფილი სპეცრაზმელიც დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის საქმეზე, კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელია დაკავებული. 

ამის შესახებ ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა მთავარ პროკურატურაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი სპეცრაზმელები ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მთავარ პროკურატურაში გადაჰყავდათ და დაცვა სთხოვეს. 

"დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მათზე დაკავების ოქმებია გამოწერილი და გადაჰყავთ პროკურატურაში", - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა. 

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყოფილი სპეცრაზმელების დაკავება სავარაუდოდ ირაკლი ფირცხალავას საქმეს უკავშირდება. თუმცა, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს.