ბარაკ ობამა - პუტინი ცუდი სტრატეგია

ბარაკ ობამა - პუტინი ცუდი სტრატეგია

პუტინი ცუდი სტრატეგია, რაც რუსეთს ზიანს აყენებს , - აღნიშნული კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "სი-ენ-ენთან" ინტერვიუს დროს გააკეთა. 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია სწორედ ვლადიმერ პუტინის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია. 

როგორც ობამამ აღნიშნა, ყირიმის ანექსია რუსეთისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება, პირიქით, ეს მას დიდ ზარალს მიაყენებს. 

"წავიდა ის დრო, როდესაც ტერიტორიების დაპყრობა დიდი სახელმწიფოების ფორმულას წარმოადგენდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.