დებალცევოში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი შეეწირა

დებალცევოში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი შეეწირა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოში ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი შეეწირა. "ბიბისის" ინფორმაციით, აფეთქება კვირას მოხდა. 

უკრაინული მედის ინფორმაციით, დებალცევოს მოსახლეობა ტოვებს, თუმცა, მშვიდობიანი მოქალაქეების ავტოკოლონებიც ხდებიან თავდასხმის ობიექტები. 

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. კვირას, მთელი დღის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა ქალაქ დებალცევოში, რომლის დაკავებასაც პრორუსი მებრძოლები ამ დრომდე ცდილობენ. თუმცა, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, მათი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.