პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება

პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება

მთავარ პროკურატურაში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელის, ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურის კახა ნაკანის დაკავებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ  არ კეთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ დროისთვის სწორედ მთავარ პროკურატურაში იმყოფებიან.

ამასთან, როგორც თავად ფირცხალავა პროკურატურაში გადაყვანამდე აცხადებდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლში მიაკითხეს და უწყებაში წაყოლა მოსთხოვეს.

"მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვეთ და მივყვებით. როგორც თვითონ ამათგან ვიცი, ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ჰყავთ", - აცხადებს ფირცხალავა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამივე პირი - ფირცხალავა, ბერძო და ნაკანი დაკავებული არიან.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი უკვე პროკრატურასთან იმყოფება და დეტალების დაზუსტებას შეეცდება.