სამტრედიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სამტრედიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

სამტრედიაში 14 წლის არასრულწლოვანმა საკუთარი ბიძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე ორი წლის შემდეგ თქვა. როგორც გოგონას ბებიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არასრულწლოვანი გაუპატიურების ფაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ამხელდა - მას საკუთარი და ოჯახის წევრები სიცოცხლის ხელყფის ეშინოდა, რადგან საკუთარი ბიძა, სიმართლის გამჟღავნების შემთხვევაში, მათი დახოცვით ემუქრებოდა. 

ბებია ყვება, რომ ბავშვმა სიმართლე სკოლის მანდატურს გაუმხილა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

ამასთან, არასრულწლოვანის ბებია ბავშვის ფეხმძიმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას არასწორს უწოდებს.

გუშინ სამტრედიაში მამაკაცი არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, 14 წლის გოგონა სამტრედიაში, საკუთარ ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა და ბიძამ მას სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შაბათს, სამტრედიაში მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.