"ვახტან გომელაური არ არის ის მინისტრი, ვინც სამინისტროს სიებით მართავს"

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შს მინისტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

"ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს. გამოძიება მიმდინარეობს, თუკი გამოიკვეთება რომელიმე ჩვენი თანამშრომლის ბრალეულობა, აუცილებლად იქნება ადექვატური გადაწყვეტილებები მიღებული. იცით, რომ არაერთმა მაღალჩინოსანმა თანამდებობები უკვე დატოვა სწორედ იმ შეკითხვების გამო, რაც საზოგადოებაში არსებობდა",- განაცხადა თალაკვაძემ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულმა მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და გახმაურებულ საქმეებთან შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა სია მოითხოვა.