არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამტრედიაში მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამტრედიაში მამაკაცი დააკავეს

სამტრედიაში მამაკაცი არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, 14 წლის გოგონა სამტრედიაში , საკუთარ ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა და ბიძამ მას სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა. დაკავებულის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გუშინ, სამტრედიაში მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.