ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 20 დაიჭრა

ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 20 დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 20 დაიჭრა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ პალევოიმ განაცხადა.

ამასთან, ანტიტერორისტული ოპერაციების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ კვირას, გამთენიისას, ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი იყო. მათი ინფორმაციით, "ბოევიკები" გამუდმებით ისროდნენ და მძიმე ტექნიკით ბომბავდნენ ანტიტერორისტული ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს.