თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელორუსში საქართველოს მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ "პოსტსოვეტი" იუწყება. გელა სახელაშვილმა გასული წლის 10 ივნისს "ბელავიას" კუთვნილი თვითმფრინავის გატაცება სცადა, რომელიც ქუთაისი-მინსკის რეისს ასრულებდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფრინავებს კურსის შეცვლა და რომის მიმართულებით გაფრენა მოსთხოვა. მანვე ეკიპაჟის მეთაურს მუქარის წერილიც გადასცა. იმ დროისთვის თვითმფრინავში ეკიპაჟის ოთხი წევრი და 32 მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

მამაკაცი მინსკის აეროპორტში სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს. მას ბრალი ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით წარედგინა, რაც "საჰაერო ხომალდის გატაცებას" გულისხმობს. 

კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად, დაკავებული მამაკაცი შერაცხადად ცნეს.