"უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება"

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის გაეგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი კიევში.

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება, ამაზე დიდი ხნის წინ იყოს ნათქვამი, თუ არ ვცდები საუბარი იყო იანვარ-თებერვლის პერიოდზე, კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება",- განაცხადა კალაძემ

უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებიან.

ქართველმა მინისტრებმა კიევში შეხვედრები უკრაინელ კოლეგებთან გამართეს.

კიევში ვიზიტს ასევე უახლოეს მომავალში გეგმავენ, სოფლის მეურნეობის და ევროინტეგრაციის მინისტრები.