"შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე ვდგავართ"

პოლონეთის სეიმის მარშალმა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია მიეძღვნა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოსავლეთ ევროპა დგას.

"10 წლის წინ და დაახლოებით, ერთი წლის წინათაც, შესაძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ დასავლეთის და რუსეთის კურსი ფართო არეალის კონტექსტში განგვეხილა. ახლა კი, ჩვენ ვართ ისეთი პერსპექტივის წინაშე, როდესაც ერთი მხრივ, ან რუსეთს უნდა დაეთანხმო, ან მსოფლიომ წესების გარეშე უნდა იცხოვროს, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია", - განაცხადა სიკორსკიმ.

კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის კრიზისთან ერთად, ასევე განიხილეს უსაფთხოების გამოწვევები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დემოკრატიულ ტრანსფორმაციას განიცდიან. ღონისძიების მონაწილეთა შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც იყო.