კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას საზარელ ტერორისტულ აქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საქმის გამოძიებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ვაზაგაშვილის ამ საზარელი ტერორისტული აქტით სრულიად საქართველო აატირეს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ვაზაგაშვილს არ ტირის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს საქმე აუცილებლად უნდა გახსნას.
თუ იური ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნა არავინ დაიჯერებს, რომ ვერ გახსნეს! ეს იმას ნიშნავს, რომ არ გახსნეს. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეს საქმე გაიხსნას. ხოლო, თუ არ იქნება გამოძიებული ეს ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება და ვფიქრობ, რომ სპეციალური სამსახურები გულიანად იმუშავებენ. ვაზაგაშვილს ვერ დაგვიბრუნებენ, მაგრამ, იმედია სამართლიანობას აღადგენენ.„- განაცხადა კვიციანმა გადაცემაში „რეაქცია."