იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე წინ არის წასული

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე წინ არის წასული

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში წინსვლაა.

"ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს", - განაცხადა შოთაძემ „რეაქციაში" ჩართვისას.

მთავარი პროკურორის პირველ მოადგილს იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნის იმედი აქვს და აცხადებს, რომ საქმის გამოსაძიებლად პროკურატურა არაფერს დაიშურებს. საქმის დეტალებზე საუბრისგან შოთაძემ თავი შეიკავა.

"საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები", - განაცხადა შოთაძემ.