დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა

დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა

ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ პარლამენტი იუწყება.

ავდალიანი „ქართული ოცნების“ წევრი იყო. იგი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ კომიტეტში მუშაობდა და არაერთი კანონპროექტის ავტორია.

თამაზ ავდალიანი 1964 წელს დაიბადა, მას იურიდიული განათლება ჰქონდა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.