ნატო-ს გენარალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
ღია კარის პოლიტიკის ნაწილში იმ ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.
"ალიანსის 4 პარტნიორი ქვეყანა ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, მათ შორის არის საქართველო. ნატო-ს ლიდერები ასევე შეთანხმდნენ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაზე, რაც დაეხმარება საქართველოს, მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. აღნიშნული ღონისძიებები კი სხვა ასპექტებთან ერთდ, გულისხმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და წვრთნების ჩატარებას",-ნათქვამია ანგარიშში.