„აუცილებელია ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით“

„აუცილებელია ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ის, თუ რა მაჩვენებლამდე შეიძლება შემცირდეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, იმ მონაცემებზეა დამოკიდებული, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ეკონომიკაში არსებობს, აუცილებელია ახალი გეგმის გაკეთება, რათა ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევების ადეკვატური იყოს.

„იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ეკონომიკაში არსებობს და იმ რიცხვების, მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებელია ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა დავიწყოთ. შემცირება დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი და ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება, ვინაიდან ჩვენ გვექნება დასკვნების გამოტანის საშუალება, რამდენადაა ეს ტრენდი“, - განაცხადა ქადაგიძემ.