პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილტან შეხვედრაზე ჯგუფის წევრები პრეზიდენტს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მათ იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტისგან მხარდაჭერას მიიღებენ.

„ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით, რომ უნდა გადავიდეთ ერთმანდატიან მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. სწორედ ამ მიზნით ვართ დღეს მოსული პრზიდენტთან, რომ გავაცნოთ ჩვენი ხედვები. ჩვენი იმედი გვაქვს, პრეზიდენტისგან მხარდაჭერას მივიღებთ. ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პარლამენტის გაწმენდა იმ პარაზიტებისგან, რომლებიც თავის თავს მაჟორიტარებს უწოდებენ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ამასთან, როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ყველა პარტიასთან შედგა, თუმცა, როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით მათ არ შეხვდა, ეს არის პრემიერ-მინისტრი.

„ყველა პოლიტიკური ძალა არის ამაში ჩართული. ერთადერთი, თვითიზოლაციაშია პრემიერი, რომელიც არ მოდის დღეს და თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება. პრემიერთან ინტერპარტიული ჯგუფის სახელით პირადადა მე მქონდა შეთავაზება, თუმცა გაურკვეველი პასუხი მივიღეთ დაგვიანებით, რომ როცა მოიცლიდა, მაშინ შეგვხვდებოდა“, - განაცხადა ბაღათურიამ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კოკო გამსახურდია და „სამოქალაქო ალიანსიდან“ ზურაბ ხარატიშვილი.