ბოლო მონაცემებით, დონბასში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს 1422 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მონაცემები ეყრდობა უკრაინის უშიშროების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და სხვა უწყებების მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას 1252 ადამიანი ემსხვერპლა.