ლარის კურსის თემა მუდმივი თემაა

ლარის კურსის თემა მუდმივი თემაა "ნაციონალური მოძრაობის", რომ როგორმე ეკონომიკა დაანგრიონ

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, ქვეყანა ცეცხლის ალში იწვოდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს ყველაფერი ისე, რომ ეკონომიკა დანგრეულია.

"ლარის კურსის თემა მუდმივი თემაა "ნაციონალური მოძრაობის", რომ როგორმე ეკონომიკა დაანგრიონ. მათი ოცნებაა, ქვეყანა ცეცხლის ალში იწვოდეს. ადრე ეს ჯგუფი გვარწმუნდებდა და გვამყოფებდა ვირტუალურ სამყაროში, რომ ყველანი კარგად ვცხოვრობთ. მათ სურთ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ყველაფერი ინგრევა და ყველაფერი ცუდადაა. 2012 წლიდან მოყოლებული, ძირითადი მათი სამიზნე არის ეკონომიკა, რომ მათ ფსიქოლოგიური განწყობა შემოიტანონ იმის, რომ დაინგრა და დაიშალა ყველაფერი", - აღნიშნა ივანიშვილმა.