„ეს არ არის პროტესტის სწორი ფორმა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა“

„ეს არ არის პროტესტის სწორი ფორმა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე პატიმრების შიმშილობის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კახი კახიშვილმა განაცხადა, მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნის გათვალისწინებას დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეეცდება.

მისი თქმით, უწყების წარმომადგენლები მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას  აკვირდებიან.

„ეს არ არის პროტესტის სწორი ფორმა, მაგრამ თუნდაც როდესაც ასეთი ფაქტებია ჩვენი ვალდებულებაა, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა და მათი უფლებების უზრუნველყოფა, მაგრამ იმ კანონის და ჩარჩოს ფარგლებში, რის კომპეტენციასაც გვანიჭებს  უფლებამოსილება“,- განაცხადა კახი კახიშვილმა

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. მათი ოჯახების წევრების და ადვოკატების განცხადებით, პატიმრები წამლებსა და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ.

ოთხმა მსჯავრდებულმა კი პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართა - ერთმა ჭანჭიკი და საწერი კალამი გადაყლაპა, სამმა კი თერმომეტრები.