საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.
ასპარეზობა 57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და მაქს. წონა 125 კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში შიდა ჩემპიონატების საშუალებით გამოვლენილმა გამარჯვებულებმა მიიღეს. აღნიშნული ტურნირისთვის თითო წონით კატეგორიაში ქვედანაყოფებიდან ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე იქნა შერჩეული.
ტურნირი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად - მათ გამარჯვება სამ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.